მარადონას და მესის ერთნაირი გოლები - რომელი სჯობს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის ერთნაირი გოლი აქვთ გატანილი, სადაც ისინი თითქმის მთელ გუნდს ატყუებენ. 

მარადონამ ინგლისის ნაკრებს გაუტანა, ხოლო მესიმ "ხეტაფეს". 

რომელია თქვენი ფავორიტი?

altმარადონას კარიერის საუკეთესო მომენტები [PHOTO]



მკითხველის კომენტარები / 21 /
საფეხბურთო მსოფლიო ადარებს და რა გასაკვირია თუ ჟურნალისტმა დადო ეს ვიდეო.
ისე კი ხეტაფეს კარში გატანილი გოლი არანაირად დასაკნინებელი არაა. ამას შექმნა და მერე მისი დაგვირგვინება უნდა.
რაც შეეხება ინგლისის კარში გატანილ გოლს, რომ არა ინგლისელი ფეხბურთელების ჯენლტმენური დამოკიდებულება ზოგადად ფეხბურთის მიმართ, შეიძლება ეს გოლი მსოფლიოს არ ენახა. იმას, კი არ ვგულისხმობ, რომ მარადონა ამას ვერ შეძლებდა, უბრალოდ სხვა ნაკრები არ მისცემდა ამის საშუალებას, უბრალოდ ფეხს მიამტვრევდნენ მანამდე და კარამდე არ მიუშვებდნენ (თუნდაც ანხელის მსგავსი ფეხბურთელი რომ ყოფილიყო მოედანზე). მაშინ განსაკუთრებულ უხეშობაზე ისეთი პასუხი არ იყო მსაჯის მხრიდან, როგორც დღესაა თუნდაც . თვით ცხონებულ მარადონას აქვს ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში ამის შესახებ . ასე რომ, მადლობა ინგლისელ ფეხბურთელებს, რომ ეს შედევრი დაგვიტოვეს:).
ორივე გენიაა..
28 ნოემბერი 2020 17:57
5
ხეტაფეს ფეხბურთელები მაშ მთლად ჯენტლემენები ყოფილან მესის რომ გაატანინეს შედევრი, თუ დამტვრევა არ შეუძლიათ?...ორივე გენიოსია, მაგრამ მარადონა ძალიან დიდია. ჰკითხეთ არგენტინელებს.
emigranti
29 ნოემბერი 2020 00:15
1
კარგით რა ხალხო რეებს ადარებთ, სად ხეტაფეს კარში გატანილი გოლი და სად მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელთა კარში. ასე ვიღაცამ შეიძლება სადღაც ორღობეი ამადზე უკეთესი გოლიც გაიტანა მარა ვის რაში სჭირდება?
hhh
28 ნოემბერი 2020 17:20
9
ორვე ფეხბურთელი ძალიან მიყვარს, ვაფასებ და ყოველთვის მათი მხადამჭერი ვიქნები, იმიტომ, რომ ორვე ფეხბურთის განუმეორებელი გენიაა! მოკლედ რომ იტყვიან, ორვე ერთიმეორეზე უკეთესი გოლი იყო, თუმცა თუ გოლის გარდა იმასაც გავიხსენებთ და შევადარებთ, მარადონამ და მესიმ - სად (როგორი დონის ჩემპიონატში), რომელ (რა დონის გუნდის) და მითუმეტეს რა დონის მაღალი კლასის მოთამაშეების წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, მაშინ ამ მხრივ ნამდვილად უპირატესობა მარადონას მხარეზეა, თან პირველივე მოძრაობაში (მოედნის ცენტრში), მან ერთდროულად უფრო მეტი კაცი მოატყუა! ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მარადონამ იმავე ჩემპიონატზე ფაქტიურად ასეთივე ზღაპრული გოლი ბელგიის ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდს გაუტანა და 1986 წელს არგენტინას ფაქტიურად მარტომ მოაგებინა მსო-ფლ-იო ჩემპიონობა! ასეთი რამ კი მთელი ფეხბურთის ისტორიის მანძილზე არც პელეს, არც დი სტეფანოს და არც სხვა უდიდეს ფეხბურთელებს არ გაუკეთებიათ და ამიტომ არის მარადონა ისტორიაში №1 ფეხბურთელი და ფეხბურთის ღმერთი!!!
დავითი
28 ნოემბერი 2020 17:08
1
არ გვინდა რა თავის მოტყუება, ორივე ეს ძალიან მაგარი გოლი გავიდა იმის გამო, რომ ინგლისელებმა არ იკადრეს, ხეტაფელებმა კი ვერ მოიფიქრეს მარადონას და მესის წაქცევა. მხოლოდ ამიტომ. არც უცდიათ. მოდი ის გოლები დადეთ სადაც ძალიანაც სცადეს და არ გამოუვიდათ. არის ასეთი ძალიან მაგარი დრიბლინგებიც, აი მცველი რომ ფეხს იქნევს წასაქცევად და ფეხი ჰაერს ჭრის მხოლოდ, რადგან ფეხბურთელი ირიდებს და სვლას აგრძელებს და მერე სხვებსაც ატყუებს. სად და რომელი ფეხბურთელის ჰაილაითებში შეხვდებით სხვებზე ხშირად ასეთ მომენტებს, მე მგონი ჩემი კარნახი არ გჭირდებათ.
არტ
29 ნოემბერი 2020 01:33
1
შედარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შეფარდებითი, თუ ვინ ვის ეთამაშება. მეც კი მოვატყუებ ბავშვების გუნდს ცენრტიდან და გოლს გავიტან:) საინტერესოა რა მატჩში იტანს მესი გოლს და მაშინ შეიძლება მხოლოდ შედარება.
avoe
28 ნოემბერი 2020 16:45
5
რანაირად არის ერთნაირი გოლი? მსოფლიოზე ინგლისის ნაკრები და ლა ლიგაში ლევანტე, დეპორტივოს მსგავს გუნდთან გატანილი გოლი ერთია? მასე სხვა ჩემპიონატებშიც შეიძლება მსგავსი გოლების მოძიება.
G.LA
28 ნოემბერი 2020 16:38
6
რა თქმა უნდა მარადონა
გიო-გოლი
28 ნოემბერი 2020 16:35
3
რომელს გოლს რა მნიშვნელობა ქონდა რომ გაეაზრებინა სტატიის ავტორს აღარც დასვამდა ამ კითხვას :)
ყანა
28 ნოემბერი 2020 16:32
3
რა თქმა უნდა მესის გოლები უფრო უკეთესია, თავიდან ბოლომდე ეს ბიჭი გადის გააზრებულად,თან გარბის და თან ფიქრობს,მარადონა კი უფრო ჰეპარდივითაა, მხოლოდ ინსტინქტებზე, ძალიან დახვეწილ, მაგრამ ინსტინქტებზე.
ისე ნამეტანი ხომ არ მოგდით რომ მხოლოდ მარადონას უძღვნით სტატიებს,ადვილად იძიება ინეტრენტში, წვალეაბა არ უნდა, კოპი -პასტე და მორჩა არა? :)
jango
28 ნოემბერი 2020 16:07
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული