ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი კარლოს კეირუში კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და ფედერაციამ მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო.
კეირუშმა კოლუმბიის გუნდი 2019 წლის თებერვალში ჩაიბარა, ახლა კი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამხრეთ ამერიკაში მე-7 ადგილს იკავებს (მუნდიალის საგზურს საუკეთესო 4 მოიპოვებს, მე-5 ადგილზე გასული კი პლეი-ოფის მატჩებს ითამაშებს).
კოლუმბიელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ბოლო ორ მატჩში მარცხი იყო - ჯერ ურუგვაისთან 0:3 წააგეს, შემდეგ ეკვადორთან 1:6 განადგურდნენ.
კოლუმბიის ჩაბარებამდე კეირუში "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბის წევრი, "რეალის", "სპორტინგის", ირანისა და პორტუგალიის ნაკრებების
დამრიგებელი გახლდათ.