
The Athletic-ის ინფორმაციით, ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, შვეიცარიელმა იოზეფ ბლატერმა 84 წლის ასაკში გადაიტანა კორონავირუსი.
"კოვიდ-19 დამიდგინდა, კარანტინში 14 დღე გავატარე, ახლა კი სახლში დავბრუნდი. არანაირი სიმპტომი აღარ დამრჩა და თუ საჭიროა, ვირუსს კიდევ შევებრძოლები.
ყველაფერი 3 კვირის წინ მოხდა. გართულებული სუნთქვა მქონდა, მაღალი ტემპერატურა. თუმცა ეს სიმპტომები 1 დღეს გაგრძელდა, თავს ცუდად მხოლოდ ეს პერიოდი ვგრძნობდი.
ციურიხში ვიყავი, ჩემს საცხოვრებელ ადგილას დავბრუნდი, ექიმთან გავემგზავრე, რომელმაც საავადმყოფოში გამგზავნა და იქ ვირუსი დამიდასტურდა.
კლინიკაში 2 კვირა დავყავი და არანაირი სიმპტომი არ მქონია.
ახლა კი თავს ძალიან კარგად ვგრძნობ,"- განაცხადა ბლატერმა.
84 წლის ბლატერი ფიფას 1998 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2015 წელს სხვადასხვა დანაშაულები დაუდგინდა და საფეხბურთო საქმიანობას 6 წლით ჩამოაშორეს.
პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?
ფიფაში ეჭვობენ, რომ ზეპ ბლატერმა, ჟერომ ვალკემ და მარკუს კატნერმა 80 მლნ დოლარი მიითვისეს