ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ გადაწყვიტა, რომ კოპა ამერიკაზე, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლის ივნის-ივლისში გადაიტანეს და არგენტინა და კოლუმბია მასპინძლობს, სარეზერვო შემადგენლობა ათამაშოს.
ეს იმით ახსნა, რომ მომავალ წელს სელესაოს მუნდიალის შესარჩევის 10 და კოპა ამერიკის 8 (ფინალში თუ გავიდა) შეხვედრა ექნება გასამართი, რაც ძირითადი გუნდის გადაღლას გამოიწვევს, რაც მეტად არასასურველი იქნება.