მკბენარი კი ედუ ბედია (სოფო ბედიას კანტაბრიელი ნათესავი) აღმოჩნდა - სანტანდერში დაბადებული ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსელონას" მეორე გუნდში მთელი სეზონი გაატარა. ინდოეთში კი ბედია მე-4 წელია თამაშობს, შარშან ჩემპიონიც კი გახდა. ახლა კი მოწინააღმდეგე დეპაკ ტანგრის უხეში თამაშის გამო უკბინა.
ინდოეთში კი ამ მომენტის შემდეგ ბედია სუარესს შეადარეს, თუმცა თავად ფეხბურთელმა საჯარო პოსტში საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა:
"მინდა ყველაფერს ნათელი მოვფინო: ტელევიზორში გამოჩნდა, თითქოს მეტოქეს ვუკბინე, თუმცა ეს მხოლოდ მცირე შეხება და აგრესიის უმნიშვნელო გამოვლინება იყო. დეპაკ ტანგრიმაც იცის, იქ რაც მოხდა."
ინციდენტის შედეგად ედუ ბედიამ ყვითელი ბარათი მიიღო, და მცირე დიდებაც ერგო...