22 წლის ნახევარმცველმა გიორგი მახათაძემ მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვა, - იტყობინება "РБ-Спорт"-ი.
"წარმატებები, ჟორა!" - დაემშვიდობა "კაზანკა" წარმოშობით ქართველ ფეხბურთელს.
მან ამ სეზონში "ლოკომოტივის" ფარმ-კლუბ "კაზანკას" შემადგენლობაში ქვედა ლიგაში 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა დ 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, თავისუფალი აგენტი გახდა და კარიერას "როსტოვში" გააგრძელებს. ის სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული.
მახათაძე აგრეთვე "რუბინსა" და ხაბაროვსკის სკა-ში თამაშობდა და რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.
მან 2017 წელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.
მოსკოვის "ლოკომოტივს" კიდევ ერთ ქართველს სთავაზობენ
მახათაძეს, რომელმაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაში არ ისურვა, "რუბინმა" კონტრაქტი გაუუქმა
"რუბინმა" მახათაძე ნავალოვსკის ხაბაროვსკის სკა-ში გაანათხოვრა
სამმა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა
მახათიც უყრია ერთ ადგილას :)