ყაზანის "რუბინმა" 19 წლის ქართული წარმოშობის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სეზონის ბოლომდე რუსეთის ჩემპიონატის აუტსაიდერში ხაბაროვსკის სკა-ში გაუშვა იჯარით, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი იცავს.
მახათაძე როსტოვშია დაბადებული, მოსკოვის "ლოკომოტივის" აღზრდილია, შარშანწინ ჩაირიცხა "რუბინში" და მის შემადგენლობაში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ის რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში 2015 წლის ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.