ამჟამინდელი "მილანის" ლიდერი საკუთარი ქვეყნის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრაში, საქართველოსა და კოსოვოს წინააღმდეგ დაეხმარება. დიდი ალბათობით, ის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც გაჰყვება.
5 წლის შემდეგ ზლატანმა ეროვნულ გუნდში დაბრუნება შემდეგი სიტყვებით აღნიშნა: "ღმერთის დაბრუნება..."
2020 წლის ოქტომბერში იბრაჰიმოვიჩს 40 წელი შეუსრულდა, თუმცა მისი სათამაშო კლასისა და უბერებელი სხეულის შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის. ამ სეზონში "როსონერის" რიგებში ფორვარდმა 14 გოლის გატანა
"არ მინდა ნაკრებში იმის გამო მიძახებდნენ, რასაც ადრე ვაკეთებდი, მინდა მიზეზი ის გახლდეთ, რასაც ახლა ვაკეთებ. არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც 5, 10, 15 ან 20 წლის წინ ვიყავი. ახლა მე საერთოდ განსხვავებული ფიზიკური მონაცემები მაქვს, თუმცა უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შემიძლია. მე მოწვევა იმის გამო არ მიმიღია, რადგან მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ. მთავარი მიზეზი ამისა გახლდათ ის, რომ რეალურად ეს მე წლევანდელი კარგი სეზონით დავიმსახურე" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის "იუთუბ არხზე".
შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაში 25 მარტს გაიმართება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით