"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მისი შექმნის იდეას გულშემატკივრებში თავიდანვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი კლუბებისა ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდა.

ფეხბურთის გულშემატკივარ გიორგი ბერიძის საინტერესო პოსტს გთავაზობთ:

Sportall.Ge

"არ ვიცი, ფეხბურთისთვის ძირის გამოთხრის ეს კამპანია როდის დამთავრდება, მაგრამ ამდენი წელია, მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივარი ვარ და დღეს პირველად შემრცხვა, ამ გუნდის მატჩების ყურებაზე ცხოვრების არაერთი საათი და წუთი დავხარჯე.

დიდმა კლუბებმა ფეხბურთს ფული ანაცვალეს და სპორტის ამ სახეობის ბოლომდე დანგრევას მოაწერეს ხელი, თუ ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგასა და
ესპანეთის ჩემპიონატზე არ ითამაშებს, გუშინდელი მატჩი იქნება ბოლო, რომელიც მე მისი მონაწილეობით ვნახე.

სხვა გამყიდველი გრანდების გულშემატკივარსაც იმავეს მოვუწოდებ.

FORZA NAPOLI !!!

უფრო ხმამაღლა და გაუმარჯოს ძველ, ნამდვილ, სახალხო და უწმინდეს ფეხბურთს!"

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - პერესმა სუპერლიგის შექმნაზე თანხმობა მიიღო

altსუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვეთანხმები გიგის 100% გაუმარჯოს ფეხბურთს მილიარდების გარეშე,ყველაფერი ფული გახდა,იმის ნაცვლად რომ უეფას მოთხოვონ თანხების შემცირება და დაბალი კლასის ფეხბირთელებში მილიონების ხარჯვა, ესენი მილიარდებს შეეჭიდნენ. მე ეზოს ფეხბურთი მირჩევნია მაფიოზების ფეხბურთს.სუფთა ფეხბურთი,სულის გაყიდვის გარეშე.
საქართველო
15:49 19-04-2021
5
ფეხბურთის ნგრევა მაშინ დაიწყო, სწორედ როდესაც ევრო სასამართლო ჩაერია და გუნდებში 3 უცხოელზე მეტის ასპარეზობა დააკანონა! იქ მოკვდა მისი უდიდებულესობა ფეხბურთი!
ვიტო
17:15 21-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული