ხვიჩას შემდეგ "რუბინმა" შეიძლება კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გაყიდოს

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ "რუბინი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს განახორციელებს და არაა გამორიცხული კიდევ ერთ წამყვან ფეხბურთელს დაემშვიდობოს.

"Бизнес Online"-ს ცნობით, ყაზანური გუნდის 33 წლის მეკარის, იური დიუპინის სამსახურით რუსეთის ჩემპიონი "ზენიტი" დაინტერესდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ზენიტის" მწვრთნელი სერგეი სემაკი უკვე ესაუბრა დიუპინს.

"რუბინი" დიუპინის გასხვისების წინააღმდეგია, მაგრამ თუ სოლიდურ თანხას შესთავაზებენ, პოზიციას შეიცვლის.

გოლკიპერმა განაცხადა, რომ "ზენიტში" გადასვლის წინააღმდეგი არაა და აქ საქმე მარტო ფულში კი არა, არამედ სტატუსში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშშია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიუპა ძალიან მაგარი მეკარეა. მაგალითია ყველასთვის რომ არ უნდა დანებდე. 33 წლისაა და რუსეთის პრემიერ ლიგაში დებიუტი სულ რაღაც 2018 წელს ქონდა, ახლა კი ქვეყნის საუკეთესო მეკარეა. აკინფეევზე და შუნინზე უკეთეს ფორმაშია ამ მომენტისთვის
დემე
00:49 30-05-2021
0
Qartveli xom ar aris egec tore davigupet.
Milani
21:17 29-05-2021
0

სიახლეები პოპულარული