"ბარსელონას" "ათიანმა" არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. მესის საფორმო ჯარიმის გატანამდე ცოტა დააკლდა. შეხვედრაში გამორჩეული იყო ლეანდრო პარედესის ეფექტური ფინტიც.
მატჩის დასაწყისში, მეათე წუთზე, მესიმ და დი მარიამ ბურთი მშვენივრად გაითამაშეს, "ატალანტადან" "სევილიაში" გადაბარდებულმა ალეხანდრო (პაპუ) გომესმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამავე ჯგუფში ურუგვაიმ და ჩილემ 1:1 ითამაშეს - ვარგასის გოლს არტურო ვიდალის ავტოგოლი მოჰყვა.
სამი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრები ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას კი 29 ივნისს, ბოლივიასთან გამართავს, რომელთაც ქულაც არ მოუპოვებიათ.
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]