ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკრაინის გასვლისა და რუსეთის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, რუსებმა განაცხადეს, რომ უკრაინელთა ეროვნული გუნდი მათ გუნდზე უკეთესი არ არის და უძლიერესის გამოსავლენად მათ შორის მატჩის ჩატარებაა საჭირო.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ ახსნა, თუ რა შემთხვევაშია ამ შეხვედრის გამართვა შესაძლებელი.
"ეს მხოლოდ შემდეგი აუცილებელი პირობების შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი:
1. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენისას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაა აღიარებული.
2. როდესაც ჩვენი წამყვანი გუნდები "შახტარი" და "ზორია", აგრეთვე პირველი ჩემპიონი და უკრაინის ევროტურნირებზე წარმომადგენელი "ტავრია" მატჩებს
საკუთარ სტადიონებზე ჩაატარებენ.
3. კიდევ მას შემდეგ, რაც იმ სტადიონებზე უკრაინისა და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნები გაჟღერდება.
ასეთ შემთხვევაში უკრაინისა და რუსეთის მატჩის გამართვა შესაძლებელი იქნება ერთ-ერთ ამ სტადიონზე (დონეცკში, ლუგანსკში ან სიმფეროპოლში) ან რიგრიგობით სამივეგან", - ციტირებს პაველკოს "Газета.ру".
ასეთ შემთხვევაში უკრაინისა და რუსეთის მატჩის გამართვა შესაძლებელი იქნება ერთ-ერთ ამ სტადიონზე (დონეცკში, ლუგანსკში ან სიმფეროპოლში) ან რიგრიგობით სამივეგან", - ციტირებს პაველკოს "Газета.ру".
აბა ჩვენ ვყოფილიყავით და რუსებზე ეკითხათ.. დავიწყებით მიკიბმოკიბვას, ხმის ამოღებას ვერ გავბედავდით , გამოვაცხადებდით, რომ პოლიტიკა სხვაა და სპორტი სხვა, რომ შეიძლება რუსეთთან თამაში და ათას სისულელეს ვუტყოდით.
ერი, რომელიც მტერს და მოყვარეს ვერ არჩევს, ვერ გადარჩება. უკრაინელები აზრზე მოდიან ამ მხრივ თანდათან, აი ჩვენ კი რა გითხრათ..