გერმანიის ნაკრების ექსმეკარემ სატრანსფერო აპლიკაცია შექმნა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარე რენე ადლერმა სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ფეხბურთელებს ახალი კლუბების პოვნაში დაეხმარება.

აპლიკაციას 11TransFair ჰქვია და ის მოთამაშეებს გუნდი დამოუკიდებლად მოძებვნის საშუალებას მისცემს. მისი ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი. ფეხბურთელებმა ხელფასის ოდენობა და სხვა მოთხოვნები უნდა მიუთითონ. თავდაპირველად, პლატფორმა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით იმუშავებს.

თუ მოთამაშემ მოახერხა ახალი კლუბის პოვნა, პროგრამის გუნდისთვის საკომისიო გადასახადის დაფარვა მოუწევს.

"ცხადია, ფეხბურთელები სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარ მომავალზე იზრუნონ და ამავდროულად, მთლიანად თავიანთი აგენტების მუშაობაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.

ყველა მოთამაშეს ეს არ შეუძლია, მაგალითად
იეზუა კიმიხსა და კევინ დე ბრიუინივით მოლაპარაკება თავად წარმართოს და მიღებული შეთავაზებებიდან საუკეთესო შეარჩიოს,"- თქვა ადლერმა.

36 წლის ადლერმა კარიერა 2019 წელს, "მაინცში" დაასრულა, ის წლების განმავლობაში "ლევერკუზენისა" და "ჰამბურგის" კარს იცავდა. მეკარეს გერმანიის ნაკრების ღირსება 12 შეხვედრაში დაუცავს.

მომზადებულია sports.ru-ს მიხხედვით

altსრული საგიჟეთი F ჯგუფში: ორი 2:2 და საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია გავიდნენ [VIDEO]

altინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული