ლონდონის "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კრისტიან პულიშიჩი სამშობლოში ისვენებს (ამერიკაში), თმა შეიჭრა, შეხვდა ყოფილ თანაგუნდელებს, გაემგზავრა და დაესწრო მაიამის "ინტერისა" და "ორლანდოს" დაპირისპირებას, თუმცა სოციალურ ქსელში სულ სხვა ვიდეო გავრცელდა.
კრისტიანი თავის მეგობრებთან ერთად ოკეანეში სათევზაოდ გავიდა. დაიჭირეს დიდი ზომის თევზი, სახელად გრუპერი. "არისტოკრატთა" ფეხბურთელი ნავის კიდესთან დაჯდა და ბურთის კენწვლა დაიწყო, რამდენიმე წამში კი წყალში ჩავარდა და პირდაპირ თევზს დაეცა.
"ცხოვრებამ თვალწინ ჩამიქროლა" - განაცხადა პულიშიჩმა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით