უნგრეთი ამ ბოლო დროს აქტიურად ილაშქრებს საფეხბურთო სამყაროში ნეგატიური ტენდენციების წინააღმდეგ, ამჯერად კი მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ არათუ გააკრიტიკა უეფა, არამედ არადიპლომატიურად, პირდაპირ გამოლანძღა.
შეგახენებთ, უნგრეთის ნაკრებს გულშემატივართა დისკრიმინაციული საქციელის (უეფას მოსაზრებით) ორი საშინაო მატჩის მაყურებლების გარეშე ჩატარება მოუწევს, ხოლო კიდევ ერთი თამაშით პირობითი სასჯელითაა დასჯილი.
"წელიწადნახევარი ვთამაშობდით მაყურებლების გარეშე და ჩვენ, უნგრელებმა კვლავ ვაჩვენეთ ევროპასა და მთელ მსოფლიოს, რას ნიშნავს მატჩზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო. ბუდაპეშტში ჩატარებული ევროპირველობის ოთხი მატჩი ყველას სამუდამოდ დაამახსოვრდება. სხვა სტადიონებზე შეზღუდვების გამო (ლონდონის
გარდა) ჩვენთან ყველაზე მაღალი დასწრება და შთამბეჭდავი ატმოსფერო იყო.
გუშინ მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებამ იუწყა, რომ უეფამ გულშემატკივართა დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო "პუშკაშ არენა" სამი მატჩით ჩაკეტა! და ეს ხუმრობა როდია!!!
როგორც ჩანს, უეფაში დღემდე მუშაობენ ენის მიმტანები, რომელთაც იმის მეტი საქმე არ აქვთ, რომ ანგარიშები წერონ, თუ მოედანზე ვინ რა თქვა (ან არ თქვა). როგორც კომუნიზმისას: მტკიცებულება საჭირო არ არის, ენის მიმტანის ბრალდება საკმარისია.
რას ამბობს უეფა ისევ ამ გადაწყვეტილებით? მოედანზე ჰიმნისას ვიღაცის შერბენა და ფეხბურთელთა პროვოცირება არაფერი საგანგაშო არ არის. ლაზერით მეტოქის მეკარის "დაბრმავება" დასაშვებია. მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებისთვის სხვადასხვა საგნების სროლა - კარგია. თამაშების ანშლაგით ჩატარება, გულშემატკივრობა, შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნა - ამისათვის არენა დასახურია.

კომიტეტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, საცოდავი და მშიშარა ორგანოა. ამისათვის უნდა რცხვენოდეთ!", - წერს სიიარტო თავის "ფეისბუქის" გვერდზე.