
"რუბინის" 22 წლის თავდამსხმელი ივან იგნატიევი უკმაყოფილოა სათამაშო დროის სიმცირით და გუნდის გამოცვლა სურს.
იყო საუბრები იგნატიევის "ურალში" გადასვლაზე, მაგრამ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. "ჩემპიონატის" ცნობით, არაა გამორიცხული, ის იჯარით "ზულტე-ვარეგემში" გადაბარგდეს. ბელგიურ კლუბს მისი შეძენა უნდა, მაგრამ საამისო თანხა არ გააჩნია.
შეგახსენებთ, "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ხოლო "ზულტე-ვარეგემში" - ლუკა ზარანდია.