სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე

AutoSharing Option
გაირკვა კონფერენს ლიგის ოცდათორმეტივე მონაწილე, რომლებიც კენჭისყრის შედეგად რვა ჯგუფში განაწილდებიან.

პირველად გავიდნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები: "ალაშკერტი", "ლინკოლნი" და "ფლორა".

"ალაშკერტი" ევროპა ლიგის პლეი-ოფში "რეინჯერსთან" დამარცხდა (0:0, 0:1) და ასპარეზობას რანგით დაბალ ტურნირზე გააგრძელებს. ამ გუნდში 28 წლის ნახევარმცველი დავით ხურციძე (იხ. ფოტო) თამაშობს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ადრე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა (2013/14 და 2017 წლებში).

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "ლინკოლნმა" "რიგა", ხოლო "ფლორამ" "შემროკ როვერსი" დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
და ვის აბრალებთ -გულშემატკივრებო- და რ ა ტ ო მ უპირატესად საკუთარ თავს ა რ ა ?! ჩვენი ცნობილი ფეხბურთელები პოლიტიკაში რომ ,,ბობოქრობენ,, და სახელმწიფოს ,,ავითარებენ-ამტკიცებენ,,... პარლამენტში კანონ შემოქმედებით საქმიანობას-აც ეწევიან ...მით რომ სად ცალიათ ფეხბურთისათვის- თქვენი ბრალი -ა რ არის?!- ა რ ებრძვით, არ უპირისპირდებით და ...მიდიი -300 მლნი -სად წავიდა- არც იმას რომ არავინ კითხულობს - პასუხს ა რ აგებინებთ(?!) -შედეგად...მოკლედ-რაც ერი, ის ბერი და ის ,,ხელისუფლება,, -შედეგად -,,სახელმწიფო,, უკვე ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი, დაკნინებული, უსუსური და სრულად უპერსპექტივო...არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის.
-წ ე ს ი თ- უნდა გესმოდეთ -სადაც დავინახავთ -რომელ პარტიაშიც სპორტსმენს-ის პარტია საერთოდ ა რ უნდა ავირჩიოთ - სპორტსმენები ჭ ი რ დ ე ბ ა თ მხოლოდ- ფინანსურ-,,პოლიტიკურ,, -კრიმინალურ კლანებს-ხელისიუფლებაში მოსასვლელად- კიდევ უფრო გამდიდრებისათვის, მისთვის ...ხალხის გაბრიყვება- გამოყენებისათვის...მეტი ა რ ა ფ ე რ ი !
გლახუნა
14:51 28-08-2021
1
კობიაშვილ-მუჯირი არ დაგეკარგოთ არსად და ფიფია-ხეჩიკაშვილი. არც ხ. მურთაზი და ძმანი მისნი ფსევდო ვეტერანები, საერთოდ ხმას რომ არ იღებენ, ან რა უნდა ამოიღონ, რაც არ იციან სხვას რა უნდა ასწავლონ. სანამ ფედრაციის მმართველობაში პროფესიონალი მენეჯერები არ მოვლენ, მანამ ამ ჭაობში ვიქნებით. ბიუჯეტიდან დაფინანსება საერთოდ უნდა შეჩერდეს, ამდენი წურბელა რომ არის მიმჯდარი "კარმუშკაზე".
ირაკლი
16:23 27-08-2021
1

სიახლეები პოპულარული