მესის შესანიშნავი გოლი და ლო ჩელსოს ბრწყინვალე მატჩი - არგენტინამ ურუგვაისთან "გაისეირნა" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 11 ოქტომბერს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის გადადებული შეხვედრები გაიმართა.

არგენტინამ ურუგვაის უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

"ალბისელესტეს" შემადგენლობიდან ანგარიში ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კი როდრიგო დე პაულმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში ურუგვაელთა თავკაცმა ოსკარ ტაბარესმა ცვლილებებს მიმართა, თუმცა ფეხბურთელებმა ვერაფერი შეძლეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ლაუტარო მარტინესმა 62-ე წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია ჯოვანი ლო ჩელსოს შესანიშნავი თამაშიც. "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა.

ამრიგად, 10 ჩატარებული მატჩის თავზე არგენტინა 22 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ურუგვაი 16 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

"ალბისელესტე" მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, პერუს წინააღმდეგ გამართავს. "ლა სელესტე" იმავე რიცხვში ბრაზილიას ესტუმრება.


კოლუმბიამ ბრაზილიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

მთელი თამაშის განმავლობაში "სელესაო" დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლის გატანა ვერა და ვერ მოახერხა.

ამრიგად, 10 შეხვედრის შემდეგ ბრაზილია 28 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. კოლუმბია 15 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

"კანარიო" მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. კოლუმბია იმავე რიცხვში ეკვადორს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 6 /
რომელია ლეოს შესანიშნავი გოლი? 100% პასს აძლევდა დე პაულს. ლო ჩელსოს კი არცერთ გოლში მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი რაც დავინახე ამ მატჩში ისაა, რომ დღეს მსოფლიოში N1 სუფთა თავდამსხმელი ლუის სუარესია!!! ყველა პოზიციიდან ურტყამს კარებში! უძლიერესია!
alexandre
13:13 12-11-2021
0
ღვინო დე პაულმა გააკეთა საგოლე გადაცემა მარტინსზე , უბრალოდ წვერის თითი წაკრა ლო ჩელსომ ისე რო მინართულებაც არ შეუცვლია და დაუწერეს ალბათ მაგიტო მაგას , დაჟე ლაუტაროც პირველი დე პაულთან მივარდა და ეგრე აღნიშნეს.
ლშა_იუვენტინო
09:02 12-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული