მესის შესანიშნავი გოლი და ლო ჩელსოს ბრწყინვალე მატჩი - არგენტინამ ურუგვაისთან "გაისეირნა" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 11 ოქტომბერს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის გადადებული შეხვედრები გაიმართა.

არგენტინამ ურუგვაის უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

"ალბისელესტეს" შემადგენლობიდან ანგარიში ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კი როდრიგო დე პაულმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში ურუგვაელთა თავკაცმა ოსკარ ტაბარესმა ცვლილებებს მიმართა, თუმცა ფეხბურთელებმა ვერაფერი შეძლეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ლაუტარო მარტინესმა 62-ე წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია ჯოვანი ლო ჩელსოს შესანიშნავი თამაშიც. "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა.

ამრიგად, 10 ჩატარებული მატჩის თავზე არგენტინა 22 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ურუგვაი 16 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

"ალბისელესტე" მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, პერუს წინააღმდეგ გამართავს. "ლა სელესტე" იმავე რიცხვში ბრაზილიას ესტუმრება.


კოლუმბიამ ბრაზილიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

მთელი თამაშის განმავლობაში "სელესაო" დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლის გატანა ვერა და ვერ მოახერხა.

ამრიგად, 10 შეხვედრის შემდეგ ბრაზილია 28 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. კოლუმბია 15 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

"კანარიო" მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. კოლუმბია იმავე რიცხვში ეკვადორს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი მოედანზე პატარა მინი შოუს გვთავაზობს ხოლმე. ამ ფეხბურთელის ყურება ერთი სიამოვნებაა.
k.b.
16:17 11-10-2021
0
არგენტინის ნაკრებმმა, კარგად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მესის მოულოდნელი გოლი მომეწონა, ფაქტიურად ასისტს აკეთებდა, მაგრამ ბურთმა არავითარი "ასისტიო" და პირდაპირ კარებში შევარდა.
გია
11:56 11-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული