საქმე სერიოზულადაა - უკვე სლუცკის გადაყენებაზე ალაპარაკდნენ

AutoSharing Option
"რუბინმა", რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს, ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა, რუსეთის პრემიერლიგაში მეცხრე ადგილზეა და გუნდის მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის გაკრიტიკება დაიწყეს. "რუბინის" ყოფილმა ნახევარმცველმა რომან შიროკოვმა "ჩემპიონატთან" ყაზანური კლუბის მდგომარეობაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:

"ისინი ხომ არ ამბობენ, რომ გუნდი-ლიდერი ჰყავთ. სლუცკიმ შესანიშნავად იცის მთელი სისტემა და თავიდან თქვა, რომ ახალი გუნდის ასაშენებლად დრო სჭირდებათ. 10 შეხვედრაში 1 გამარჯვება აქვთ და რამდენი ხანია უკვე გუნდს აშენებს, ორი წელია? გუნდის აშენება
1 წელიწადში შეიძლება. ემოციებით კარგი პირველი წელი ჰქონდათ. შემდეგ, როგორც მე მგონია, უკეთესობა უნდა ყოფილიყო - დრო კი გავიდა. თამაშისა და შედეგების მიხედვით არის შეგრძნება, რომ საქმე მხოლოდ უარესობისკენ მიდის. თუმცა ხელმძღვანელები, ალბათ, ხედავენ პროცესს, ესმით, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე მოჩანს.

ყველაფერი შეიძლება ტრავმებს დააბრალო, მაგრამ საკმაოდ ჰყავთ კვალიფიციური ფეხბურთელები, რომლებსაც მწყობრიდან გამოსულთა შეცვლა შეუძლიათ. ღირდა თუ არა "რაკუვთან" დამარცხების მერე სლუცკის გადაყენებაზე დაფიქრება?

სხვადასხვა ვარიანტია, მაშინ, შესაძლოა, არ იყო საჭირო. შეიძლება წარუმატებელ ზოლში მოხვდნენ, უნდოდათ რუსეთის პრემიერლიგაში გადართულიყვნენ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ წავიდა.

ღირს კი სლუცკის გადაყენება? ზამთრის პაუზამდე ცვლილებას აზრი არ აქვს. მათ კარგი მუშა კალენდარი აქვთ, სადაც თავის წარმოჩენა და ევროტურნირებზე გასასვლელად ბრძოლაში დაბრუნება შეიძლება. ზამთრის პირას იქნება საჭირო ვითარებაზე შეხედვა. გავიმეორებ, ჯერ გუნდის თამაში შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის".

ყაზანური კლუბის საიტმა აუტსაიდერ "უფასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) სლუცკის კითხვა დაუსვა და მისი პასუხიც გამოაქვეყნა.

- ამ სეზონის წინ თქვენ რა ამოცანები დაგისახეს? რატომ გაიჩხირა გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში, რომელიც ახალწვეულებზე 6-7 მილიონ ევროს ხარჯავს და აუტსაიდერების დამარცხება არ შეუძლია?
- მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ახალწვეულებზე უფრო ნაკლები დავხარჯეთ, ვიდრე გაყიდული ფეხბურთელებისგან ფული მივიღეთ. ეს პროცესი ცალსახა არაა. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ახალწვეულებზე დავხარჯეთ, სინამდვილეში არაფერიც არ დაგვიხარჯავს. ჩვენ მიერ გამომუშავებული თანხები დავხარჯეთ. გავიმეორებ, იმაზე ნაკლები დავხარჯეთ, ვიდრე გამოვიმუშავეთ.

ეს ნორმალური პროცესია. როდესაც გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, შიგნით რაღაც იცვლება. ჩვენც გვინდა ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ვეცდებით, სიტუაციიდან ყველა ერთად ფორსირებულად გამოვიდეთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქართველი გულშემატკივრები მაგიჟებენ.რადგან 2-3 ქართველი ათამაშა გუნდში,და უშედეგოდ საზღვარგარეთ 2 წელი იტურისტა,არ ნიშნავს რომ ან დიადი მწვრთნელია ან ქართველების მოსიყვარულე ჯიგარი ტიპი.ვინც რუსული ფეხბურთისთვის ანაბანა არ იცის აგიხსნით: მანდ ფეხბურთელებს თუ ათამაშებენ( ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან, მხოლოდ ე.წ. ატკატების გამო.რეალურად ფეხბურთელები გამოცხადებული თანხის ნახევარსაც ვერ იღებენ.თუ არ მოგწონს,წადი ყაზახეთშიო ეუბნებიან.ხოდა ნუ გახდით ამ ერთი ლოთი რუსის მეხოტბეები.
ჟორიკა
22:08 25-10-2021
30
კვარა ძმისგულ ისევ შენ უნდა დაეხმარო ეხლა სლუცკის როგორც თვითონ დაგეხმარა თორე მართლა გაუშვებენ . ვიცით ყველამ რო შეგიძლია მარტოს თამაშის მოგება . ♥️
sellforRICHS
21:47 25-10-2021
6

სიახლეები პოპულარული