მცირე სენსაცია - "რუბინმა" ხვიჩას გარეშე ერთ-ერთ ლიდერს სძლია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15ტურში „რუბინმა“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე 2:1 დაამარცხა ერთ-ერთი ლიდერი „სოჭი“.

მატჩის წინ Kazanfirst-ი წერდა, რომ წარმოსადგენადაც ძნელი იყო, თუ რა ელოდათ ამ შეხვედრაში. თუმცა, ყაზანურმა გუნდმა მცირე სიურპრიზი შემოგვთავაზა.

დასაწყისი "რუბინს" სახეიროს არაფერს უქადდა, რადგან 27-ე წუთზე მასპინძლები როდრიგაომ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი აბილდგორმა ანგარიში გაათანაბრა. თამაში ძალიან უხეში იყო და მსაჯმა 59-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით სოჭელთა მცველი იურგანოვი გააძევა, ხოლო 2 წუთში მის გზას აბილდგორიც გაუყენა. გამარჯვების გოლი კი 81-ე წუთზე დრეიერმა
გაიტანა.

"რუბინი" 22 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 ნოემბერს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს, რომელმაც დღეს "არსენალი" 5:1 გაანადგურა (ტულელი ზურიკო დავითაშვილი სათადარიგო იყო) და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

alt"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ახლობლებთან ერთად ვუყურე ამ თამაშს და იმათმა თქვეს--აუუ ხვიჩას გარეშე რომ მოიგეს შემდეგ თამაშზე არ ათამაშებენ იმიტომ რომ მოგებული შემადგენლობას არ ცვლიან ტრენერებიო და მე ვუთხარი -ხვიჩა რუბინში ულაპარაკო ძირითადის მოთამაშეა და არავინ არ დასვამს მაგას სკამზე და მეორეც--კარგია უნაგისოდ რომ მოიგეს ! ამით ხვიჩას მოდუნების შანსი აღარ ექნება და უფრო მოინდომებს ვარჯიშენზე და თამაშებზე იმიტომ რომ მატჩ ტვ ს გადაცემაშიც და კომენტარებშიც გაჩდა უკვე აზრი რომ ხვიჩას გარეშე უფრო კარგად თამაშობს რუბინიო (!!!)
zura222
00:03 22-11-2021
4
დაიწყეს უკვე, ხვიჩას გარეშეც მაგრები ვართო, ხოდა გაუშვით თქვე კაი ხალხო გაუშვით!! :დ
Winter
13:46 22-11-2021
1

სიახლეები პოპულარული