რუსულ პრესაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი ამა თუ იმ ფეხბურთელით ევროპული გრანდი დაინტერესდა. ამჯერად შეგვატყობინეს, რომ ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 22 წლის ცენტრალური მცველი იგორ დივეევი შეიძლება "ნაპოლიში" გადავიდეს.
ნეაპოლური კლუბის წარმომადგენელმა დღეს "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ დივეევის მიმართ არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ. ფეხბურთელის აგენტმა ოლეგ ერიომინმა კი თქვა, რომ მას "ნაპოლიდან" არავინ არ დაკავშირებია.
დივეევმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
დივეევმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.