
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა უნიკალურ შედეგს მიაღწია.
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლა ლიგის 25-ე ტურში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და "ვალენსიას" დამარცხებაში გუნდს დაეხმარა.
გაბონელი ფორვარდი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა 1-ში, ბუნდესლიგაში, პრემიერლიგასა და ლა ლიგაში ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით