საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კოსოვოს უთავკაცებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალენ ჟირესი კოსოვოს ნაკრების დამრიგებლად დაინიშნა.

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი "ჯვაროსნებს" 2004-05 წლებში თავკაცობდა და მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი გავმართეთ; ამის შემდეგ კი გაბონის, მალის, სენეგალისა და ტუნისის ნაკრებებს ავარჯიშებდა. 69 წლის სპეციალისტი პსჟ-სა და "ტულუზასაც" წვრთნიდა.

ჟირესმა წარდგენისას განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ნაკრების თამაში მოსწონს, კოსოვოში არაერთი მეგობარი ჰყავს და სენეგალის ნაკრებმა მათთან მანამდე ითამაშა, სანამ ამ ქვეყნის ნაკრებს ფიფა აღიარებდა.

მოგეხსენებათ, კოსოვოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელ შესარჩევ ეტაპზე ვილი სანიოლის ნაკრებთან ერთ
ჯგუფში იყო. ორივე შეხვედრაში სტუმრებმა გაიმარჯვეს - ბათუმში (0:1) დავმარცხდით, გასვლით მატჩში კი 3 ქულა ჩავიწერეთ (2:1).

მარტის ამხანაგურ მატჩებში კოსოვოელები ბურკინა ფასოსა და შვეიცარიას დაუპირისპირდებიან, ივნისიდან კი "ერთა ლიგაში" ჩაერთვებიან.

altსაქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს

altრევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოცხალი ყოფილა
პროფესტო
17:48 24-02-2022
0

სიახლეები პოპულარული