რუსეთი როგორც კეთროვანი - სრული წარუმატებლობა სამხედრო და საფეხბურთო ფრონტზე

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთისთვის უნდა ემასპინძლა, მეორე წყვილში კი ერთმანეთს ჩეხეთი და შვედეთი შეხვდებიან. რუსეთის უკრაინაში მუხანათურად ომის დაწყების გამო ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ეროვნულმა გუნდებმა ჯერ რუსეთში თამაშზე თქვეს უარი, ახლა კი რუსეთთან ნეიტრალურ მოედანზე დაპირისპირებაზეც უარი განაცხადეს.

"საკმარისია ლაპარაკი, მოქმედების დროა! უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის გამო, პოლონეთი რუსეთთან თამაშს არ აპირებს. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემს ძვირფას მეგობარს, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი პაველკოს ვესაუბრე და ვითარების სტაბილიზაციამდე მატჩების ჩვენთან ჩატარება შევთავაზე. უკრაინულმა მხარემ ჩვენი
წინადადება მიიღო", - წერს "ტვიტერზე" პოლონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი ცეზარი კულეშა.

პოლონეთის ნაკრების პრესატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ თქვა, რომ რუსეთთან არ ითამაშებენ და მზად არიან ტექნიკური წაგება ჩაეთვალოთ.

რუსეთის ნაკრებთან თამაშზე ბოიკოტს მხარი პოლონელთა გუნდის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაუჭირა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ფეხბურთის კავშირს მიღებული გადაწყვეტილება მოუწონა. "სწორია. არ არის საჭირო ბანდიტებთან თამაში", - დაწერა დუდამ სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

რუსეთს უკრაინის დაპყრობა ოთხ დღეში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ფრონტზე თითქმის ყველა მიმართულებით წარუმატებლობას განიცდის. ქვეყანაში სამხედრო ცენზურა დაწესდა, სოციალური ქსელების მუშაობა შეიზღუდა და მოსახლეობას დეზინფორმაციას აწვდიან. თითქმის ყველა რუსული კლუბის მფლობელებსა და სპონსორების ბანკებს ანგარიშები გაუყინეს და მალე რუსეთს SWIFT-ის მსოფლიოს საბანკო სისტემიდან გათიშავენ. უკრაინას დასავლეთი შეიარაღებით ეხმარება და პოლიტიკურ დახმარებასაც უწევს.

ასე რომ, რუსეთის ბლიცკრიგის გეგმამ კრახი განიცადა და სრულ იზოლაციაში მოექცევა.

altუკრაინელი ჩემპიონები სამშობლოს დასაცავად - უსიკი ინგლისიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა

alt"აბრამოვიჩი და უსმანოვი უნდა გამწკრივდნენ და პუტინის აგრესია დაგმონ" - აცხადებს ბრიტანელი პარლამენტარი

alt"მტანჯველი სიკვდილით მოკვდები, ბილწო! - ჩვენს ქვეყანას თავს ისევ დაესხა გველი" - უკრაინული და თვით რუსული სპორტული საზოგადოება რუსეთის აგრესიის გამო აღშფოთებულია

მკითხველის კომენტარები / 3 /

მალე ყ ვ ე ლ ა ევრო- სპორტის ფედერაციიდან - გ ა რ ი ც ხ ა ვ ე ნ ...ეთამაშონ მერე -,,დონბასის,, ,,აფხაზეთის,, ,,სამაჩაბლოს,, ,,ყირიმის,, - ეროვნულ ნაკრებს, ჩრდილოეთ კორეაც მიუმატონ და - დაარქვან- მსოფლიო ჩემპიონატი - ამ ღ ო რ ი ს ტვინა მასხარა - ურუსებმა!!!
გლახუნა
02:16 27-02-2022
6
ქართველი ფეხბურთელები ვინც რუსეთში არიან უკლობოები გახდებიან სავარაუდოდ რადგან ხელფასს ვერ გადაუხდიან. ხვიჩა შეძლებს უფასოდ გადავიდეს სადმე წესიერ გუნდში. დანარჩენებმა ჩაალაგეთ ბარგი კვიპროსში ქეცბასთან
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული