უკრაინამ კანდელაკზე საერთაშორისო ძებნის პროცესი დაიწყო და თუ დაიჭირეს...

AutoSharing Option
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიკტოვამ განაცხადა, რომ  "გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილეზე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თინა კანდელაკზე საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესი დაიწყეს, რადგან მან ღიად დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის არმიის ინტერვენციას.

ახლა კანდელაკი დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსის მქონეა, რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებენ და უკრაინაში მის ექტრადირებას მოახდენენ.

ვენედიკტოვმა თქვა, რომ კანდელაკი კრემლის სამხედრო მანქანის იდეების განვრცობის ერთ-ერთი საკვანძო შემოქმედია.

"ერთადერთი, რაც შემიძლია მე თქვენ მინდა გთხოვოთ ისაა, რომ მონახოთ კარგი იურისტები და არ მიმართოთ სამართლებრივი დაცვისათვის იმათ, ვინც ცრუ
ინფორმაციის გავრცელებას გთხოვთ. ისინი თქვენ სიმართლეს არ გეტყვიან. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მიერ უკრაინაში ექსტრადირებისთვის დაგაკავებენ", - წერს ვენედიკტოვა "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან კარგი!
ნანა
01:23 07-03-2022
5
თუ დაიჭირეს ბასტა!
გია პაპა
00:42 07-03-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული