EkstraBladet-ის ცნობით, "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ნახევარმცველი ანდერს დრეიერი შეიძლება დანიაში დაბრუნდეს.
დრეიერთან სეზონის ბოლომდე კონტრაქტის გაფორმების სურვილი "კოპენჰაგენმა", რომლის ღირსებასაც დავით ხოჭოლავა იცავს და "მიდტიულანდმა" გამოთქვეს.
23 წლის დრეიერი "რუბინში" გასულ წელს "მიდტიულანდიდან" გადაბარგდა, ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
ფიფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს სხვა კლუბებთან 30 ივნისამდე ხელშეკრულების გაფორმების უფლება მისცა, რის შემდეგაც თავიანთ გუნდებში უნდა დაბრუნდნენ.