უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გოლის მიუხედავად, ყაზანის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" (1:2) დამარცხდა. პოლონური Interia sport-ი ყაზანური კლუბის გულშემატკივრების ღირსეული საქციელის შესახებ წერს:

"მართალი რუსები არიან, თუმცა ყაზანის "რუბინის" გულშემატკივრებისგან მნიშვნელოვანი ჟესტი ვიხილეთ - მათ დატოვეს ის სექტორი, სადაც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის სიმბოლო Z იყო გამოსახული.

Sportall.Ge

მშვენიერი სლოგანია, რომ სპორტი პოლიტიკაში არ ავურიოთ, მაგრამ ეს არც ისე რეალისტურია. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან მომრავლდა სპორტსმენების ჟესტები, რომლებიც მხარს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს უჭერენ. სამშობლოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ - ალექსანდრ ზინჩენკომ
"მანჩესტერ სიტიდან" თუ ანდრეი იარმოლენკომ "ვესტ ჰემიდან". სამარცხვინო ჟესტებსაც ვხედავთ - ბევრი იყო საუბარი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკზე..."

რაც შეეხება "რუბინის" შემდეგ მატჩს, ლეონიდ სლუცკის გუნდი 20 მარტს ცსკა-ს ესტუმრება. შეგახსენებთ, შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთის (და უკრაინის) ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ფიფამ და უეფამ გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) მისცეს, რის შემდეგაც ისინი კლუბებში უნდა დაბრუნდნენ.

altსლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

altაქტიურმა ხვიჩამ გაიტანა - Sportall.ge გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს [VIDEO]

altნაკრების თამაში მოდის, ხვიჩა - არა?! - ჩვენი ლიდერის მისია



მკითხველის კომენტარები / 8 /
არ არსებობს, ერთი ტრიბუნიდან მეორეზე გადაჯდნენ რუსები? რევოლუცია იწყება ფაქტიურად, მალე ვნახავ პუტინს ჩამოგდებულს. ეეჰ ხვიჩა, როგორ ვისურვებდი რომ რუსეთში აღარ გხედავდე :( :(
:D :D
11:13 15-03-2022
5
ყაზანში ეთნიკურად თათრები ცხოვრობენ, თათრების რესპუბლიკა ჰქვია ამ ქვეყანას, რომელსაც პუტინმა ავტონომია მიანიჭა და წლების წინ ისევეა დაპყრობილი, როგორც ჩრდილო კავკასია და რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე
ყველა ეთნიკური ჯგუფი. სამაგალითო საქციელია!
REAL MADRID
12:54 15-03-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული