დღეს, 26 მარტს, არგენტინამ ვენესუელას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მასპინძლები ნიკოლას გონსალესის (35) გოლით დაწინაურდნენ. მე-2 ნახევარში 3 წუთიან მონაკვეთში ანხელ დი მარიამ (79) და ლიონელ მესიმ (82) გაიტანეს და "ალბისელესტეს" მორიგი გამარჯვებაც მოუტანეს.
ამრიგად, 16 ტურის შემდეგ არგენტინას 38 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, ეკვადორის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ვენესუელა 10 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზეა, შემდეგ ტურში (30 მარტს) კი კოლუმბიას უმასპინძლებს.