კავაზაშვილი ჩაწყობილ მატჩზე: ვიღაცამ პედე***ბი გვეძახა

AutoSharing Option
თბილისისა და მოსკოვის "დინამოს", ასევე, ქუთაისის "ტორპედოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ჩადისა და გვინეის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბათუმში დაბადებულმა ანზორ კავაზაშვილმა, 1970 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გარიგებული თამაშის შესახებ 52 წლის შემდეგ ისაუბრა.

"ჩემი "სპარტაკში" ყოფნისას გუნდი თამაშებს არ აწყობდა, მაგრამ ბიჭებმა ერთი თამაში გაყიდეს. ეს იყო 1970 წლის ჩემპიონატის მატჩი, ფინიშის პერიოდში, როცა ოდესის "ჩერნომორეცს" შევხვდით. მაშინ უკრაინელები უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენ, ხოლო ჩვენ, შედეგის მიუხედავად, მესამე ადგილზე ვიყავით.

ოდესელებმა რა არ გააკეთეს, სასტუმროს ნომერში გოგონებს გვიგზავნიდნენ, თან
ისეთი ქალები იყვნენ, ნარჩევი. კარზე ასეთმა გოგომ დამიკაკუნა. რომ გავაღე, უკვე შიშველი იყო. ასეთი ხრიკების შესახებ ვიცოდი და ვუთხარი, თამაშის მერე გამოიარე-მეთქი. მატჩის დროს კი ჩვენები ცენტრიდან ოდესელებს უპრობლემოდ ატარებდნენ. რაღაც კი ვიეჭვე, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ნახტომით ჩემი თანაგუნდელი ვიქტორ ევლენტიევის დარტყმა მოვიგერიე. უცებ ისეთი ხმით დამიყვირა, მთელმა სტადიონმა გაიგო: "რა ჯანდაბა გჭირს, ანზორ, არ გითხრეს, რომ უნდა გაუშვა?"

შესვენებაზე მწვრთნელს ვესაუბრე. არ მჯერაო, მითხრა. შენიშვნაც არავისთვის მიუციათ. თამაში 0:1 წავაგეთ, ვიღაცამ კი გასახდელში გვითხრა: "პედერ***ბო, ფული მაინც გაგვიყავით!" ამ ამბის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ჩემთვის ეს მკვლელობა იყო. სხვათა შორის, "ჩერნომორეცს" ეს მოგება არ ეყო და მაინც პირველ ლიგაში დაქვეითდა", - განაცხადა ყოფილმა მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ ანზორ კავაზაშვილი რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი გახლავთ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაეშვით ამ კაცს, არავის არ აინტერესებს
0
არ დაიღალეთ!? სულ არ გეცოდებათ ეს კაცი, თუ რა არის ასეთი დაუმთავრებელი!
მწვრთვნელი
17:12 19-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული