კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „რუბინი“ სახლში 1:2 დამარცხდა „უფასთან“ და რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა.

სტადიონზე მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ და ფეხბურთელებმა ბილეთები შეიძინეს, გულშემატკივრებს დაურიგეს და 45 105-იან „აკ ბარს არენაზე“ 25 142 მაყურებელი მივიდა, შეეძლოთ ფრისთვის მიეღწიათ, მაგრამ 90+13-ე წუთზე (!) ვიტალი ლისაკოვიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა.

გამოჩნდა, რომ „რუბინი“ ძალიან იყო დამოკიდებული ექვს ლეგიონერზე და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლებმაც გუნდი დატოვეს.

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სლუცკიმ განაცხადა, რომ ფანების მადლიერია, შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებზე პასუხების გაცემის
ხასიათზე არაა და დარბაზი დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შემეცოდა სლუცკი. კარგი მწვრთნელია. გული არ გაუსკდეს, ისე განიცდის თითოეულ მომენტს.
რინუს მიხელსი
01:12 22-05-2022
3
ის ღორი საიმანოვი ღირსია ხვიჩას ხარჯზე გამდიდრება რომ უნდოდა და სასწაულ ფასებს ადებდა @ მაგას კი გააპანღურებენ გუნდიდან მაგრამ ყაზანელი მაყურებელია ცოდო ხვიჩა მაგრა უყვარდათ და ეხლაც უყვართ და კომენტარებში სიხარულით წერენ "ჩვენი კვარა" ნაპოლიში ითამასებსო ! გუნდიც ცოდო და სლუცკიც მაგათ ხვიჩასთვის ცუდი არაფერი გაუკეთებიათ ! პირიქით ძალიან მაგრა მოამზადსეს პირველ რიგში ფიზიკურად და ეს მომზადება კიდევ ერთხელ გამოჩდა თელავის კარში გატანილი გოლის დროს--ცენტრიდან ისე წაიღო ბურთი რომ მვბელები ვერ დაეწივნენ და ბოლო მცველი რომ დაეჯახა იქეთ წაიქცა თვითონ !
zura222
08:43 22-05-2022
1

სიახლეები პოპულარული