ფინალისიმა 2022. არგენტინამ იტალია გაანადგურა - წინ კატარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონში ფინალისიმა 2022-ის მატჩში ერთმანეთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები - იტალია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. ფინალთა ფინალში არგენტინამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

გოლები მარტინესმა, დი მარიამ და დიბალამ გაიტანეს. ორი საგოლე გადაცემა მესიმ გააკეთა, ერთი კი - მარტინესმა.

არგენტინა ზედიზედ 32 მატჩში დაუმარცხებელია (22 მოგება და 10 ფრე) და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ამ 32 შეხვედრიდან სკალონის გუნდმა 14-ში კარი მშრალად შეინახა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მესიმ კარიერაში მე-40 ტიტული მოიპოვა - ეროვნულ გუნდში მე-2 - წინ კატარის მსოფლიოს
ჩემპიონატია.

ლონდონი. „უემბლი“
იტალია - არგენტინა 0:3
გოლები: 0:1 მარტინესი (28), 0:2 დი მარია (45+1), 0:3 დიბალა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 26 /
მესის ფანები სექტანტებივით ხართ რომ დააკვირდეთ თქვენ თავს, რეალობის აღქმა გაქვთ დაკარგული. 1978 წლიდან ვარ არგენტინის გულშემატკივარი და რეალურად ეხლანდელ ნაკრებს არანაირი შანსი არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების, თუ არადა აგერ ნახავთ ექვს თვეში რაც მოხდება
მამუკა
17:04 02-06-2022
17
იტალიის ნაკრები,ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე იყო ხოლმე ორიენტირებული.იქ გამოსასვლელად ემზადებოდა ნაკრები, 4 წლის განმავლობაში.ახლა ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ პიკზე და დაღმასვლა ბუნებრივია.ამ დაღმა სვლაში ჩემი აზრით გადამწყვეტი წვლილი,ნაკრებიდან ცენტრალური მცველების წასვლამ გამოიწვია.ისეთი ტიპის მცველები,როგორებიც ბონუჩი და კიელინი იყვნენ,დღეს აღარ ჩანან იტალიურ ფეხბურთში.აუცილებელი იქნება დაცვის სისტემის შეცვლა,ამას კი დანაკარგების გარეშე ვერ მიაღწევენ.რაც მალე გამონახავენ სასურველ კადრებს და დაცვის სისტემას,მით მალე დაიბრუნებენ ადგილს, უძლიერესებში.
სულ მესიზე ვლაპარაკობთ,მაგრამ მის ჩრდილში თითქოს არ ჩანდა ანხელ დი მარია.არადა ამ თამაშშიც შესანიშნავი გოლი შეაგდო.მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია.
სოსო
15:42 02-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული