დიდი სენსაციები: უნგრეთმა ინგლისი, გერმანიამ კი იტალია გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში მეოთხე ტური ჩატარდა.

უნგრეთმა ისევ სძლია ინგლისს, ამჯერად სტუმრად 4:0. მატჩის წინ, უნგრეთის ჰიმნისას, ინგლისელი გულშემატკივრები სკანდირებდნენ - „გარეწარო რასისტებო“ და მადიარებმა ჩინებული რეაგირება მოახდინეს. უნგრეთმა ინგლისს ასეთი დიდი ანგარიშით 1928 წლის შემდეგ პირველად სძლია.

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ“
ინგლისი - უნგრეთი 0:4
გოლები: 0:1 შალაი (16), 0:2 შალაი (70), 0:3 ნადი (80), 0:4 გაზდაგი (89)
გაძევება: სტოუნზი (82)

გერმანიამ საკუთარ მოედანზე იტალია გაანადგურა - 5:2. „სკუადრა აძურამ“ ერთ მატჩში 5 გოლი
1957 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

მიონხენგლადბახი. „ბორუსია-პარკი“
გერმანია - იტალია 5:2
გოლები: 1:0 კიმიხი (10), 2:0 გიუნდოგანი (45+4, პენ), 3:0 მიულერი (51), 4:0 ვერნერი (68), 5:0 ვერნერი (69), 5:1 ნონტო (78), 5:2 ბასტონი (90+4)


7 ქულით ლიდერი უნგრეთია, გერმანია 6 ქულით მეორე ადგილზეა, 5 ქულით იტალია მესამეზეა, ხოლო 2 ქულით აუტსაიდერი ინგლისია. 23 სექტემბერს იტალია ინგლისს, ხოლო გერმანია უნგრეთს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
შიგ მუხლის მოდრეკაში
geo
15 ივნისი 2022 02:12
3
და შიგ ცისარტყელა სამკლაურში)))
llcl
15 ივნისი 2022 08:24
3
ყოჩაღ უნგრეთო! მე არგენტინის ნაკრების ფანი ვარ მესის დამსახურებით, მაგრამ უნგრეთის ნაკრებს იმიტომ ვცემ პატივს, რომ მონურად მუხლს არ იდრიკავენ ვიღაცეების წინაშე და ცისარტყელას დროშასაც არ აფრიალებენ!
გია
15 ივნისი 2022 10:58
11
100%-ით მართალი ხარ! ევროკავშირის და ევროპარლამენტარების დაკრულზე, რომ არ ცეკვავენ კიდევ. ჩვენ კი, თუ ხმა ამოვიღეთ, ოოჰ როგორ შეიძლება?! არავისი მონა არ უნდა იყო, პირველ რიგში თავმოყვარეობა უნდა დააყენო წინ!
გიას
15 ივნისი 2022 11:49
6
შენ გენაცვალე
irakli
15 ივნისი 2022 12:29
5
ცოტახანში ეს უფრო მაგარი ტურნირი გახდება ვიდრე ევროპის ჩემპიონატიი და ფორმატსაც შეიცვლის.
T.q
15 ივნისი 2022 01:28
4
ყოველთვის გამიხარდება ამ ყოყოჩების მარცხი :) განსაკუთრებით იმათგან, ვისაც ძააალიან ზემოდან უყურებენ :)
შეტევა
15 ივნისი 2022 09:58
1
ტრანსფერმარკეტი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების ღირებულებას 1.4 მილიარად ევროდ აფასებს… სასაცილოა გრილიშს და მისნაირებს 100-100 მილიონად რომ აფასებენ.
Musenbezi
15 ივნისი 2022 10:32
1
გამისწორდა ინგლისის განადგურება ასეთი უმარილო გუნდი მეორე არაა ევროპაში თან წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე საოცრად დიდი
რაბუ
15 ივნისი 2022 08:36
1
ინგლისი კი უმარილოდ თამაშობს ბოლო პერიოდში, მაგრამ უნგრეთიც მაგრად მოიხოდა ფაქტია, ძაან შეკრული, ჟილკიანი და მებრძოლი გუნდია.
შაკო
15 ივნისი 2022 10:12
3
უნგრეთმა 1953 წელს 7:1 მოუგო.
დიმა
15 ივნისი 2022 09:34
1
არც ვთამაშობ და ტოტალიზატორი სულ ფეხებზე მკიდია, იცით რატომ? აი, ამიტომ, ახლა გადაჯეჯგილი იქნებოდა ფსონები ინგლისის მოგებით, ბრაზილია-ჩილეს თამაში გამახსენდა. მაშინაც ვამბობდი, არ დადოთ ბრაზილიაზე მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა. საუთგეიტის ინგლისი რომ 4 გოლს გაუშვებს უნგრეთისგან, სასაცილოა.
15 ივნისი 2022 08:56
14
უნგრეტი იბრუნებს ძველ დიდებას... ყველასფეროში. ვგულშემატკივრობ!!!
tngh
15 ივნისი 2022 13:33
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული