მირჩა ბატონი თამაშების გამყიდველი ყოფილა?

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 76 წლის მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს 37 წლის წინანდელი ამბავი შეახსენეს, როდესაც რუმინეთის ნაკრების თავკაცი იყო (1981-1986) და მისი გუნდი 1985 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.

ამ მარცხის გამო რუმინეთი ჯგუფში ჩარჩა და მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა. რუმინელი მწვრთნელი იოან სდრობიში მიიჩნევს, რომ ლუჩესკუმ წაგებისათვის ქრთამი აიღო.

"მთელი იმ პატივისცემის მიუხედავად, რაც უკრაინასა და თურქეთში გააკეთა, მისი სახელის წარმოთქმა არ მინდა, რადგან ფული აიღო. იმდენად რამდენადაც ფული უყვარს, იცხოვროს ამ ფულით 100 წლამდე.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:0-იც გვყოფნიდა, მან კი 0:1 წააგო", - განაცხადა სდრობიშმა GSP Live-სთან ინტერვიუში.

სდრობიში ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობითაა ცნობილი, ამის გამო "მამას" ეძახიან - "კლუჟის", "ოცელულისა" და სხვა რუმინული კლუბების მწვრთნელი იყო.

ლუჩესკუს ხელმძღვანელობით რუმინეთის ნაკრებმა 1984 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ბარიერი გადალახა და პირველად მიიღო მონაწილეობა კონტინენტის პირველობაზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგ დროს გაიხსენეთ ვინ მართავდა რუმინეთს და რას უზამდნენ მართლა ქრთამი რომ აეღო
1
არავითარი საბუთი არა აქვს და 37 წლის წინანდელ ამბავზე,ახლა ალაპარაკდა?ან ნაკრების თამაში როგორ უნდა გაეყიდა,ეგეც ვერ წარმომიდგენია.ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი ლუჩესკუს კეთილსინდისიერებაზე,მაგრამ მაგ კაცის კაი კაცობაზე,კარგს ვერაფერს ვიტყვი.მღვდლის მიერ,ჯვრისწერის წინ წარმოთქმული მიმართვისა არ იყოს,თუ ვინმემ რაიმე იცის,რის გამოც ჯვრისწერა არ უნდა ჩატარდეს,ან ახლავე თქვას,ან კიდევ აღარასოდეს თქვასო,აქაც ასეა.თუ ამბობდა,მაშინვე უნდა ემხილებინა.მით უფრო საქმე ნაკრებს შეეხებოდა და ამის დაფარვა,ქვეყნის ღალატის ტოლფასი იყო.ახლა კი,მართალიც რომ იყოს,მაინც აღარ უნდა ეთქვა.
სოსო
21:53 24-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული