უეფამ რუსეთს საჩუქარი გაუკეთა - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გასაკვირი გადაწყვეტილება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ 2022/23 წლების სეზონში რუსული კლუბები ევროსარბიელზე ვერ იასპარეზებენ, საერთო რეიტინგში რუსეთმა ქულები მაინც დაიმატა.

უეფამ გადაწყვიტა, რომ რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქარი და კომპენსაცია გაეკეთებინა და მომდევნო სეზონისთვის უკვე რეიტინგში 4,33 ქულა დაუმატა, რითაც უკრაინას გადაუსწრო და მე-12 ადგილზეა...

რა თქმა უნდა, რუსეთის გრაფაში 0 ქულა უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებენ და შესაბამისად, ეს გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს...

4,33 ქულა ყველაზე ცუდი შედეგია, რომელიც რუსეთს ბოლო 5 წელში ჰქონდა დაფიქსირებული და
მათ სწორედ ქულების ეს რაოდენობა აჩუქეს...

აქვე გეტყვით, რომ უეფას ევროპულ რეიტინგში საქართველოს ჯამური 6,875 ქულით 43-ე ადგილი უკავია. ჩვენს ქვეყანას უსწრებენ მეზობელი სახელმწიფოები აზერბაიჯანი და სომხეთი, ასევე - ლუქსემბურგი, ყაზახეთი და სხვა.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
ამით ერთობა პიკასოო?:)) ეს როდინდელი ცხრილია კაცმა არ იცის,ბელგია მსოფლიო რეიტინგის 1 ზეა აქ 10,პოლონეთი 28,უნგრეთი 25,შოტლანდია მე8?? ავტორი იმედია სწორ ახსნას და ისეთ ცხრილს მოგვაწვდის სადაც ჩვენი პროგრესი თუ რეგრესი არის ნაჩვენები,რუსეთს აჩუქეს და ბლაბლა ბლა...მართალია ეს ხალხი ამ კომენტარებში ხელოვნურად რატო გვაჩეჩებთ დროშას ქვეყანას და ქვემოთ რა წერია არც ინტერესდებით,სკანდალურია და იკითხებაა?? ცუდია
მირო
06:03 28-06-2022
1
ჩეფერინი რავა ყველას ძმაკაცია..
ა.
00:13 28-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული