ბეილი ახალ გუნდში მცირე ხელფასითაც კმაყოფილია

AutoSharing Option
ცნობილი გახდა "რეალიდან" გადასული 32 წლის ნახევარმცველ გარეთ ბეილის ხელფასი "ლოს-ანჯელესში".

კალიფორნიულმა კლუბმა უელსელს 1+1.5 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. მისი სეზონური ხელფასი 1.6 მილიონი დოლარი იქნება.

ცნობისათვის, ბეილი "რეალში" წელიწადში 20.3 მილიონს იღებდა, თუმცა აშშ-ში გადაბარგებით ძალიან კმაყოფილია და ამბობს, რომ ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის შესაფერისი ადგილია.

კლუბის მფლობელმა ლარი ბერგმა განაცხადა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელის მათ გუნდში გადასვლა ისტორიული მომენტია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ ეს "ჩიტი" როცა რეალს უჭირდა და ხელფასის შემცირება სთხოვეს ამან უარი განაცხადა.
აჩი
15:27 29-06-2022
0

სიახლეები პოპულარული