"ყოველთვის ვოცნებობდი, რომ "ნაპოლიში" მეთამაშა. სამწუხაროდ, აურელიო დე ლაურენტისს კლუბში ჩემი ხილვა არ სურს, თუმცა ოცნებას ვაგრძელებ. ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაში ვარ, ასე რომ, ვნახოთ".
მარიო ბალოტელიმ, რომელიც ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. ფორვარდი სხვადასხვა დროს "ინტერის", "მანჩესტერ სიტის", "მილანისა" და "ლივერპულის" ღირსებას იცავდა, 2010-18 წლებში კი იტალიის ნაკრების წევრი იყო.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით