უკრაინამ უეფას მიმართა - არ დაუშვან რუსეთი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ უეფას მიმართა, რათა რუსეთს ევროსარბიელზე დისკვალიფიკაცია გაუგრძელდეს და მათი ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე არ დაუშვან.

პაველკოს ასევე სურს, რომ არ ჩატარდეს ბოსნიისა და რუსეთის ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირება. მისი თქმით, ფორმალურად უეფა გავლენას მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე ახდენს და რუსები ამხანაგურ მატჩს იმიტომ გეგმავენ, თუმცა უკრაინული მხარე ყველაფერს იზამს, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს. 

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ამა წილის 9 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში უნდა ჩატარდეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არც მგონია უეფას მოთხოვნა დასჭირდეთ უკრაინელთა მხრიდან. მაშინ რაღატომ დაბლოკავდნენ ყველა ტურნირიდან?
G.LA
12:10 15-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული