ჰარი რუნის მიუახლოვდა - კეინი ყველა დროის ბომბარდირობასთან ძალიან ახლოსაა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ინგლისმა გერმანია მიიღო და უხვგოლიან თრილერში ფრედ, 3:3 ითამაშა.

მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორი ჰარი კეინი გახდა, რითაც "ტოტენჰემის" ფორვარდს ეროვნულ ნაკრებში უკვე 51 გოლი მოუგროვდა. 

ინგლისის ნაკრებში კეინზე წინ მხოლოდ რუნია, რომელსაც მეტოქეთა ბადე 53-ჯერ აქვს შერხეული.

აღსანიშნავია, რომ ჰარიმ 51 გოლი მხოლოდ 75 შეხვედრაში შეაგდო, რუნის კი 2 ბურთით მეტის გასატანად 120 მატჩი დასჭირდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული