ლეონიდ სლუცკიმ "რუბინი" დატოვა

AutoSharing Option
"რუბინმა" გვაუწყა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ყაზანური გუნდის რიგები თავისი სურვილით დატოვა.

51 წლის სპეციალისტი დღეს ბაზაზე გამოცხადდა, რის შემდეგაც გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობას, ქალაქსა და რესპუბლიკას მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

სლუცკი "რუბინს" 3 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორც თავის დროზე იაკუშინი და კაჩალინი მოიწვიეს და ვარსკვლავურ გუნდად დააყენებინეს თბილისის დინამო, ისე მართლა შეიძლება სლუცკის მოწვევა და იქნებ ახალი კვრები და ზურიკოები აღმოაჩინოს
პლეხანოვზე გაზრდილი
02:11 16-11-2022
6
რუსი ებრაელები, როგორც ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი, ყოველთვის ურუსებზე მეტად ხედავდნენ და აფასებდნენ ქართველ ფეხბურთელებს: ლეონიდ სლუცკისთან ერთად გავიხსენოთ მარტინ მერჟანოვი და ლევ ფილატოვი - რომლებსაც რუსი მწვრთნელებისა და ჟურნალისტებისაგან განსხვავებით მზე და მთვარე ამოსდიოდათ და ჩასდიოდათ მიშა მესხზე, სლავა მეტრეველზე, სიომა ბარქაიაზე, მურთაზ ხურცილავაზე და კახი ასათიანზე.
ვაჟა მასწავლებელი
21:11 15-11-2022
0

სიახლეები პოპულარული