"დიდი ეგო აქვს, მაგრამ მესი არ არის" - კასანომ რონალდოს კარიერის დასრულება ურჩია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა და პორტუგალიელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

კასანოს თქმით, რონალდომ უნდა გააცნობიეროს, რომ საუკეთესო ფორმისგან შორსაა და მუნდიალის შემდეგ ფეხბურთიდან უნდა წავიდეს.

"ის ისეთი აღარ არის, როგორიც 3 წლის წინ იყო. გასულ ზაფხულს "სპორტინგში" უნდა გადასულიყო. 

კრიშტიანო მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს პრობლემებს უქმნის. ბენზემას "ოქროს ბურთის" მოგება არც კი მიულოცა. რონალდო ფიქრობს, რომ თამაში 50 წლამდე შეუძლია, თუმცა ეს ასე არ არის. 

მართალია, დიდი ეგო აქვს, თუმცა ლიონელ მესი არ არის, რომელსაც ფეხბურთის თამაში დამჯდარ
მდგომარეობაშიც შეუძლია. პორტუგალიელი ხშირად თავის ეგოიზმს ყველაფერზე მაღლა აყენებს" - განაცხადა კასანომ Bobo TV-ის ეთერში.

alt"მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა ერთმა ზარმა ყველაფერი შეცვალა" - კრიშტიანო რონალდოს მორიგი სკანდალური ინტერვიუ

altვფიქრობ, მალე "ნაპოლის" დატოვებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა" - ანტონიო კასანო კვლავ ხვიჩაზე საუბრობს

alt"ხვიჩა და ინსინიე ერთმანეთისგან სრულად განსხვავდებიან, ქართველი ნამდვილი ბრილიანტია" - ანტონიო კასანო

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე კასანოსავით ვერ მივაწვდენ ხმას კრისტიანოს, მარა ვურჩევდი აშშ-ში მიბრძაბძანდეს ასე იყო ადრეც ბეკენბაუერიდან დაწყებული და ასე ახლაც. სპორტინგში გადასვლაც უკვე გვიანია ისე აიგდო თავი. მე ცოტა უფრო მეტად კრისტიანო მომწონდა ვიდრე მესი მარა ახლა ასე სიმართლე.
G.LA
23:47 17-11-2022
1
კასანო! უკვე დაუკრეფავში გადადიხარ. გატყობთ, როლანდომ მაგრად გაწყენინა, რადგანაც სულ აკრიტიკებ.
გოჩა
18:05 17-11-2022
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული