"რომას" ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" მთავარი ვარსკვლავი ლუჩანო სპალეტია.
"გუშინდელ მატჩში "ნაპოლი" მომეწონა, ფეხბურთელებმა ფიზიკური კონდიციები უნდა აღიდგინონ, "ანტალიასპორი" კარგი გუნდია, მათ ბევრი იბრძოლეს.
სეზონის დაწყების წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ "პარტენოპეი" ასეთ სიურპრიზს შემოგვთავაზებდა. ვინ არის გუნდის მთავარი ვარსკვლავი? ის სათადარიგოთა სკამზე ზის და ეს ლუჩანო სპალეტია, რომელმაც გასულ ზაფხულს ახალგაზრდა, მრავალმხრივი მოთამაშეები შეიძინა.
სპალეტის და "ნაპოლის" მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ" - განაცხადა მონტელამ.
შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" თურქულ შეკრებაზე ადგილობრივი "ანტალიასპორი"
3:2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. "ნაპოლი" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 11 დეკემბერს, ბელეკში "კრისტალ პალასთან" გამართავს.
სპალეტიმ კვარაცხელიას დაბრუნებასა და თავისი გუნდის თამაშზე გააკეთა კომენტარი
დონარუმას უნდა, სკუდეტო "ნაპოლიმ" მოიგოს
კვარაცხელიას პირველი ტაიმი, რასპადორის დუბლი და "ნაპოლის" გამარჯვება "ანტალიასპორთან" [VIDEO]