"როდესაც კლუბში დაბრუნდება, ამაზე ვისაუბრებთ" - ემერი მარტინესზე

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ემილიანო მარტინესის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მარტინესი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკესო მეკარედ დასახელდა, როდესაც თავისი კუთვნილი ჯილდო მიიღო ფრანგ გულშემატკივრებს უხამსი ჟესტი უჩვენა.

"ბირმინგემელთა" თავკაცმა თავისი შეგირდი დაიცვა და განაცხადა, რომ ასეთ დროს ემოციების გაკონტროლება რთულია.

"ასეთ დროს ემოციების გაკონტროლება რთულია, თუმცა მომავალ კვირას, როდესაც კლუბში დაბრუნდება, ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ახლა არგენტინელებთან ერთად მუნდიალის მოგებას აღნიშნავს და ამას პატივი უნდა ვცეთ" - განაცხადა ემერიმ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, "ასტონ ვილა" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-12 ადგილს
იკავებს, "ბირმინგემელები" 26 დეკემბერს "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან.

altგიჟი, თავხედი, უტაქტო, მაგრამ საოცარი ინსტიქტების პატრონი - ფეხბურთელი, რომლის გარეშე არგენტინა ჩემპიონი ვერ გახდებოდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალია საშუალოდან, შუალო მეკარეობიდან მწვერვალზ აღმოჩნდა და ვერ მოერია ემოციებს, თან უდიდეს გაჭირვებაში გაზრდილა, თან ეს ფრანგებიც ისე წუწუნებენ ამ წაგების გამო, რაღაც-რაღაცეები ეკუთვნით კიდეც.
რრრ
15:20 24-12-2022
3
რაღაც არამგონია ბუნებრივად ხიხოს ლაპარაკმა უშველოს, თუმცა ცადე
უვიცი
00:32 25-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული