"ბრენტფორდმა" "ლივერპული" სანახაობრივ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-18 ტურში ერთმანეთს "ბრენტფორდი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

შეხვედრის მე-19 წუთზე "ლივერპულის" მცველმა იბუ კონატემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დაწინაურების შემდეგ "ბრენტფორდმა" შეტევები განაგრძო. 39-ე წუთზე იოან ვისამ გაიტანა, თუმცა გოლი გაუქმდა. 3 წუთში ფრანგმა ისევ გაიტანა და "ფუტკრებმა" პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმში კლოპის გუნდი გააქტიურდა. დარვინ ნუნიესმა 48-ე წუთზე ბურთი კარის ჩარჩოში მოათავსა, თუმცა, VAR-ის გადაწყვეტილებით, გოლი გაუქმდა. ტრენტ ალექსანდრე-არნოლდის ბრწყინვალე პასით ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა სხვაობა შეამცირა.

84-ე წუთზე "ბრენტფორდის" შემტევმა ბრაიან მბუემომ
კი მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამგვარად, "ფუტკრები" 26 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. ტომას ფრანკის გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 7 იანვარს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლივერპული" 28 ქულით გათამაშებაში მე-5 ადგილს იკავებს. "სქაუზერები" 8 იანვარს "ვულვზს" დაუპირისპირდება.

altინგლისში საკლუბო ფეხბურთი ბევრი გოლით დაბრუნდა - თასზე"სიტიმ" "ლივერპული" დაამარცხა [VIDEO]

altენცოზე ვაჭრობა დაიწყო - "ლივერპულის" 100-მილიონიან წინადადებაზე "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული