"ნაპოლი" მუნდიალის გამორჩეულ ფეხბურთელს ყიდულობს

AutoSharing Option
იტალიური Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" "ანჟეს" ნახევარმცველის, აზედინ ონაჰის შეძენასთან ახლოსაა.

ონაჰი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და მაროკოს ნაკრების შეუცვლელი წევრი გახლდათ.

"ნაპოლი" მის სანაცვლოდ "ანჟეს" 20 მილიონ ევროს სთავაზობს. თავად ფრანგული კლუბი ზაფხულამდე მოცდას ამჯობინებს, თუმცა ფეხბურთელს "პარტენოპეის" რიგებში თამაში სურს.

ნეაპოლელებს, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დემე დატოვებს, ნტანგი ნდომბელეს იჯარა ზაფხულში დასრულდება და არც ისე დამაჯერებელი თამაშების შემდეგ მისი "დეზებიდან" გამოსყიდვა საეჭვოა. ამის ფონზე, ლუჩანო სპალეტი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

22 წლის ფეხბურთელმა
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, თავი კი ვერცერთი შედეგიანი ქმედებით ვერ გამოიჩინა. ონაჰიმ მუნდიალზე აფრიკელთა რიგებში 7 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნდომბელე ძალიან ძლიერია
გოგა
21:07 04-01-2023
1

სიახლეები პოპულარული