კარეკა: "ნაპოლის" ბაზას ვესტუმრე; იცით, რა ვნახე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდარული ფეხბურთელი ანტონიო დე ოლივეირა ფილიპო (კარეკა) რამდენიმე დღის წინ "პარტენოპეის" სავარჯიშო ბაზას ესტუმრა და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

კარეკას თქმით, იგი ფეხბურთელების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებით მოხიბლულია.

"დღესდღეობით "ნაპოლი" ერთი დიდი ოჯახია. ლუჩანო სპალეტის ვესაუბრე. ფეხბურთელებს ერთმანეთთან კარგი, მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს გამარჯვება სწყურია.

ლუჩანომ მითხრა, რომ გუნდში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. თავად სპალეტი მარცხს ვერ იტანს და ცდილობს, ეს მენტალიტეტი ბიჭებსაც გადასცეს" - განაცხადა ანტონიო კარეკამ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო
ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

alt"კვარაცხელიას კლასის შესაბამისი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ, მერეტს "ტოტენჰემი" ეპატიჟება" - იტალიელი ჟურნალისტი

altმოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე? [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნაპოლიში კარეკა და მარადონა, არგენტინის ნაკრებში კანიჯა და მარადონა, ბრაზილიის ნაკრებში კარეკა და რომარიო...
ლაშა
11:29 02-02-2023
1
მალე ნაკრებშიც გამოიკვეთება დუეტი
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული