სექსი ტუალეტში - ადვოკატების მტკიცებით, მსხვერპლი გოგონა კი არა, დანი ალვეშია

AutoSharing Option
სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი, 39 წლის დანი ალვეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ოთხიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანი ალვეშს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი უდანაშაულოა და საჭირო მტკიცებულებები წარადგინეს.

ალვეში ადასტურებს, რომ გოგონასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მაგრამ ეს ორმხრივი შეთანხმებით მოხდა და ძალადობას უარყოფს.

El Periódico ადვოკატების მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე წერს, რომ ღამის კლუბის ვიდეოჩანაწერებზე შემდეგი დაფიქსირდა: გოგონა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, დაწესებულებაში 03:20 საათზე ბიძაშვილთან და მეგობართან
ერთად მივიდა. ის დანისთან მხიარულობდა, რომელიც 03:44 საათზე ტუალეტში მარტო გავიდა, ორი წუთის შემდეგ კი "მსხვერპლი" თვითონ ეახლა ტუალეტში. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი თავად ფეხბურთელია.

სასამართლოში გოგონამ განაცხადა, რომ დანიმ სთხოვა, უკან გაჰყოლოდა და არ იცოდა, რომ ადგილი, სადაც შეიპატიჟა, ტუალეტი იყო, მოძალადეს აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ თავის დაცვა ვერ შეძლო. ადვოკატების თქმით, დარბაზში ყველამ იცოდა, რატომ შევიდნენ დანი ალვეში და გოგონა ტუალეტში და ყველაფერი ეს მომჩივანის მიცემულ ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

თავად დანი ამბობს, რომ სახლი 15 წლის ასაკში დატოვა, ცხოვრებაში რთულ სიტუაციებს გაუმკლავდა, ეს კიდევ ერთი ასეთია, ამასაც გადალახავს და არაფრის არ ეშინია. ის ციხეში ფეხბურთს თამაშობს, მხიარულობს და თავს მხნედ გრძნობს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
ალვეშ!!!!შენ ჯოანასნაირ ქალს არ იმსახურებდი ათი თავით გჯობდა,ხოდა მეტის ღირსი ხარ!!!აქერქეტებულ კაცებს მასე ემართებათ
!!!
03 თებერვალი 2023 18:39
2
ვანდა ნარასნაირ ძროხა ქალს იმსახურებს!!!
!!!-ს
03 თებერვალი 2023 22:35
1
ისე კი კარგია სუფრიდან რომ გაიყვან ქალს და ისიამოვნებთ. ბოლოს კი ჩაუმწარა, ეს ცუდია
დათო
03 თებერვალი 2023 13:45
3
ამხელა სახელის, ფულისა და ქონების მფლობელი კაცი "უბორნიაში" რომ იხმარ ქალს უარესი გეკუთვნის.
რრრ
03 თებერვალი 2023 01:26
15
ბრჭყალებში წერის მნიშვნელობა იცი? ის უბორნია, რომ არაა მაგიტომაც ჩავსჩი ბრჭყალებში.
ZAZAS
03 თებერვალი 2023 16:29
1
ეგ ის "უბორნია" არ არის შენ რომ გინახავს და იცი..)))))))))))
zaza
03 თებერვალი 2023 12:31
5
ყველა გამოხმაურება
ეჰ კაცების ბუნებაა მასეთი "რაგინდ კარგი ცოლი ჰავდეს მაინც ურჩევნია სხვისა"
გრუზინი
02 თებერვალი 2023 23:54
5
მე მგონი ესეთი ამბებით ძაან დიდ შეურაწყოფას აყენებენ ჭეშმარიტად ძალადობის მსხვერპლებს, რომლებიც საკმაოდ ბევრია.
არავის ადვოკატი არ ვარ რათქმაუნდა არაფერია გამორიცხული, უბრალოდ მარტო იმის თქმა, რომ იძალადა ჩემზეო არაფერს უნდა ნიშნავდეს თუ სხვა ფაქტები არ არსებობს.
ზურა
02 თებერვალი 2023 22:48
0
ჯოანას რო კაცი უღალატებს
გაგა
02 თებერვალი 2023 21:09
3
საწყალი...)))
გიუშა
02 თებერვალი 2023 20:30
3
Vin???
L.J .
02 თებერვალი 2023 21:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული