"ჰათაისპორის" ნახევარმცველი კრისტიან ატსუ, რომელიც მიწისძვრის შედეგად ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა, გადაარჩინეს.
A Bola-ს ცნობით, 31 წლის ატსუ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. განელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის პრობლემა აქვს და სუნთქვა უჭირს.
ჯერ კიდევ ნანგრევებშია კლუბის სპორტული დირექტორი თანერ სავუტი, ხოლო ფეხბურთელები ბურაკ ოკსიუზი, ბერგუტ ილდირიმი და კერიმ ალიჯი, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბის წევრები ეკრემ ეკშიოღლუ, ოსმან ატეში და მურატ ბელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამავე გუნდის ქართველი ლეგიონერის, საბა ლობჟანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუშინ, "თურქეთის" ჩემპიონატის 22-ე ტურში, "ჰათაისპორმა" სახლში "ქასიმფაშას"
1:0 ატსუს მიერ 90+7-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.