"ის ფიქრობს, რომ ზიდანია, სინამდვილეში კი..." - კასანომ ლუკაკუ მიწასთან გაასწორა

AutoSharing Option
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო Bobo TV-ის ეთერში 13 თებერვალს "ინტერსა" და "სამპდორიას" შორის (0:0) გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და რომელუ ლუკაკუ მკაცრად გააკრიტიკა.

"რატომ მიაღწია კონტემ "ინტერში" წარმატებას? რადგან ის ფენომენალური მწვრთნელია და მოთამაშეებს გამარჯვებისთვის განაწყობდა.

როდესაც ლუკაკუს თანაგუნდელები აკრიტიკებენ, მუდამ ხელებს შლის და მათ გაჩუმებისკენ მოუწოდებს.

ბელგიელს საკუთარი თავი ზინედინ ზიდანი ან ანდრეს ინიესტა ჰგონია. მოედანზე სირბილის ნაცვლად დადის და მუდამ წუწუნებს. რომელუს მწვრთნელმა მკაცრი მითითებები უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ინტერს" გაუჭირდება" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნერაძური" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ინძაგის გუნდი მომდევნო მატჩს 23 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე "პორტოს" წინააღმდეგ გამართავს.

altკასანო: "კვარა" დამანგრეველია, "ნაპოლი" ევროპაში საუკეთესო გუნდია

altკასანო: გეტყვით, რატომ ბრწყინავს "ნაპოლი"

altკასანო: ხვიჩამ ინსინიე ყველას დაავიწყა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული