ანსუ ფატი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
"ბარსელონას" შემტევი ანსუ ფატი კვლავ ტრავმირებულია. Mundo Deportivo-ს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტკივილი მუხლის არეში იგრძნო.

წყაროს ინფორმაციით, ანსუს გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება და მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი, თუმცა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრას "ალმერიას" წინააღმდეგ გამოტოვებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ფატიმ "ბარსელონას" მაისურით ჯამში 34 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altანსუ ფატი ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებს

altანსუ ფატის 2.5 თვე გაუცდება

altანსუ ფატის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეო მესის მერე ამას 10-იანი?! ბედის დაცინვაც ამას ქვია!
rezi
25 თებერვალი 2023 12:52
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული